ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, დამწყებ იურისტს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ძირითადი ფუნქციები:
- კომპანიის იურისტის ასისტირება ყოველდღიურ საქმიანობაში;
- კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადებაში ჩართულობა;
- ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება;
- ხელშეკრულებებისა და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
- საკანონმდებლო ბაზის მონიტორინგი;
- იურიდიული არქივის მოწესრიგება, წარმოება და დადგენილი წესით შენახვა.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სიზუსტე, აკურატულობა;
- ობიექტურობა და პრინციპულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 30.06.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „უმცროსი იურისტი.“
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.